ინფორმაცია

ნარუტო — მანგა, რომლის ავტორია მასაში კისიმოტო. სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგასპირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, [საჭიროებს წყაროს მითითებას] რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ ჩნდება.

კონცეფცია

Add caption
ნარუტო უზუმაკი, სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახლადდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელ კონოჰას გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქციელი. იმავე დღესვე დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.
უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან და არც მასზე უმცროსებთან არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ასეთი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა, იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო, შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო კლონის ძიუცუს ვერ შეასრულებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ გენინის წოდებას მიიღებს. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან, უჩია სასკესთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, რომელთა ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაშიში.
ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით.

ნარუტო უზუმაკიდაიბადა:10/10, სისხლის ჯგუფი:B, სიმაღლე(შიპუდენში):166.0სმ, წონა(შიპუდენში):50.9კგ. შესრულებული აქვს D რანგის 7, C რანგის 1, B რანგის 2 და A რანგის 6 მისია. იცის ძიუცუები: Bunshin Kaiten Kakatou Otoshi, Bunshin Taiatari, Fuuton: Rasen Shuriken, Harem Technique, Kage Bunshin, Naruto Rendan, Oiroke, Rasengan, Fuuton: Rasengan, Sennen Goroshi, Sennin Mode, Tajuu Kage Bunshin, Toad Kuchiyose. ნარუტოს მამა არისმინატო ნამიკაზე , მე-4 ჰოკაგე,დედა უზუმაკი კუშინა. მე-4 ჰოკაგემ სოფლის გადასარჩენად კიუუბი (ცხრაკუდა მელა) ნარუტოში ჩაასახლა. ნარუტო ყველას ძულდა, რადგან მასში დემონს ხედავდნენ. ნარუტოს პირველი მეგობარი მისი მასწავლებელი აკადემიაში ირუკა უმინო(ჩუნინი) იყო, რომლის მშობლები კიუუბთან ბრძოლაში დაიღუპნენ. ნარუტო სამჯერ ჩაიჭრა გენინის გამოცდაზე, რადგან ვერ აითვისა ჩრდილის კლონის ძიუცუ. მიზუკის წაქეზებით, რომელსაც სურდა ხელში ჩაეგდო გრაგნილი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი ყველა აკრძალული ძიუცუ. ნარუტომ იქიდან ისწავლა კლონის ძიუცუ და დაამარცხა მიზუკი. როდესაც ნარუტო გახდა გენინი იგი მოხვდა №7 ჯგუფში უჩია სასკესთან და ჰარუნო საკურასთანერთად, რომლის ხელმძღვანელი გახდა ჯანინი ჰატაკე კაკაშიში. შემდეგ ნარუტო შეხვდა ჯირაიას(სამი ლეგენდარული სანინიდან, (ოროჩიმარუ, ჯირაია და ცუნადე) რომელმაც ნარუტოს ბევრი რამ ასწავლა.(რასენგანი, ბაყაყის გამოცახება, ცხრაკუდას ულიერესი ჩაკრას მართვა და სხვა).შემდეგ იგი გავიდა ჩუნინების გამოცდაზე საკურასთან და სასკესთან ერთად სადაც მან დიდი შეუპოვრობა აჩვენა იქ მყოფ ნინძებს. იგი შეერკინა ინუზუკა კიბას დაამარცხა და გავიდა მეორე ტურში შემდეგ შეხვდა ჰიუგა ნეჯის ისიც დაამარცხა და ამის შედეგად იგი ჩუნინად აღიარეს ჯირაიასთან ერთად სამი წელი იყო მიდის კონოჰადან სავარჯიშოდ. ნარუტო კლავს აკაცუკის ერთერთ წევრს, კაკუზუს. ნარუტოს დასაჭერად კონოჰაში მიდის აკაცუკის ფორმალური ლიდერი, პეინი მის მეწყვილესთან(კონანი) ერთად. პეინი მთელ კონოჰას ანადგურებს, ნარუტო კი შემდეგ ჩნდება ჯირაიას მასწავლებელ ბაყაყთან, ფუკასაკუსთან ერთად. ნარუტო სწავლობს Senjutsu-ს პეინის დასამარცხებლად.ნარუტო ამარცხებს პეინს რის შემდეგაც მას სოფელში გმირად გამოაცხადებენ.

ჰაშირამა სენჯუ - უფრო მეტად ცნობილი, როგორც პირველი ჰოკაგე  „დამაარსებელი“ ან „პირველი ჰოკაგე“) — კონოჰას დამაარსებელი და თავისთავად პირველი ჰოკაგე. იგი გახლდათ ყველაზე ძლიერი შინობი, მას უწოდებენ შინობის ღმერთს. მან შეძლო და დაამარცხა მადარა უჩია და ცხრაკუდა მელა ერთდროულად, მისივე შექმნილი ხის სტილის დახმარებით, რომელიც უძლიერეს სტილად ითვლება და რომლის ათვისებაც მის შემდეგ მხოლოდ რამდენიმემ შეძლო. ჰაშირამა სენჯუ ასევე უმაღლეს დონეზე ფლობდა სამედიცინო ტექნიკებს, მას შეეძლო განეკურნა ადამიანი შეუხებლად (იგი ამ მხრივადაც უძლიერესად ითვლება). როდესაც მან დაამარცხა მადარა და ცხრაკუდა, ცოლად შეირთო უზუმაკის კლანის წარმომადგენელი, მიტო უზუმაკი, რომელშიც მან ცხრაკუდა ჩაბეჭდა.

გაარა — გამოგონილი გმირი ანიმე „ნარუტოდან“. წარმოდგენილია როგორც კაზეკაგე, ქვიშის სოფლის მმართველი (მეორე ნაწილში). ავტორმა (აკირა ისიდამ) გაარა გამოიყვანა ნარუტოს პროტოტიპად, მაგრამ ამავდროულად გაარამ მეტად განსხვავებული ცხოვრება გაატარა ნარუტოსთან შედარებით, მუდმივ ტკივილში, ტანჯვაში, დამცირებაში... ამიტომაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმდება და ხდება მძიმე ხასიათის მქონე ადამიანი (ნარუტოსთან ბრძოლამდე). ნარუტოსთან ბრძოლის შემდეგ იგი კეთილი და გულმოწყალე ხდება.

ბიოგრაფია

ზოგადად გაარას ბიოგრაფიის მიმოხილვა ხდება მისი დაბადებიდანვე, როდესაც მასში „ერთკუდა“ ისახება, თუმცა მისი ბავშვობა ბევრად ტრაგიკულია. მას არ ჰყავდა დედა და ამიტომაც დეიდა ზრდიდა. მის მამას კი ძულდა იგი მხოლოდ იმიტო, რომ მასში „ერთკუდა“ იყო ჩასახული. მას ბავშვებიც კი ერიდებოდნენ და ამიტომაც არ ჰყავდა მეგობრები, სწორედ აქედან იწყება გაარას ფსიქოლოგიური „დამახინჯება“. იგი ხდება აგრესიული და არამეგობრული.
მის შუბლზე არსებული ნიშანი „სიყვარულს“ ნიშნავს. ეს ნიშანი მას მაშინ დაედო, როდესაც მისი მამის დაქირავებული მკვლელი 5 წლის ასაკში მოკლა.
ნარუტოს გაცნობისა და მასთან ჩხუბის შემდეგ გაარამ დაიწყო ნარუტოს მიბაძვა და კარგი საქმეების კეთება. გაარა ნარუტოს მეორე ნაწილში კაზეკაგე ხდება (კაზეკაგე — ქვიშის სოფლის მმართველი) მას ამ პოსტზე მხოლოდ იმიტომ აყენებენ, რომ მან მასში არსებული მონსტრი არ გააღვიძოს და ქვიშის სოფელს არ ავნოს.
მეორე ნაწილში მას იტაცებენ „აკაცუკის“ წევრები (დეიდარა და სასორი) და მისგან მონსტრს გაანთავისუფლებენ და მონსტრის ჩაკრას ბნელ ძალებს გაუერთიანებენ. მას ეს სიკვდილის ფასად დაუჯდა, მაგრამ ქვიშის სოფლის ბებერი მკურნალი, ჩიო, მას გააცოცხლებს თავისი ჩაკრის ჩუქებით, სანაცვლოდ სიცოცხლისა.

ჰაკუ — ნარუტოს ერთ-ერთი პერსონაჟი.

ადრეული ცხოვრება

ჰაკუ დაიბადა პატარა სოფელში, სადაც მუდამ თოვდა. მისი ქვეყანა დიდი ხანი იტანჯებოდა ომისგან,
რომლის მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ნინძების გამოყენებით ებრძოდნენ, ამ ნინძებში ზოგიერთი კეკკეი გენკაის ფლობდა. ომის დასრულების შემდეგ ხალხს კიდევ ახსოვდა ის საშინელი ბრძოლები. მათ სძულდათ და ეშინოდათ კეკკეი გენკაის მოფლობელების, ფიქრობდნენ, რომ მათი არსებობა კიდევ უფრო მეტ ომს მოიტანდა. ჰაკუს მშობლები ურალო ფერმერები იყვნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ. ერთმანეთი, და ჰაკუც, ძაკიან უყვარდათ. სამწუხაროდ ყველაფერი შეიცვალა. ჰაკუს დედა ფლობდა კეკკეი გენკაის: ყინულის განთავისუფლება. ის ამას ქმარს უმალავდა, იმედი ჰქონდა, რომ მათი სიყვარული სამუდამო იქნებოდა. ერთ დრეს ჰაკუმ აღმოაჩინა, რომ წყლით მანიპულირება შეეძლო.გაოცებულმა ამაყად უჩვენა დედას თავისი შესაძლებლობა, მაგრამ დედამისს ძალიან შეეშინდა. მან ჰაკუს გაარტყა ამ ძალის ჩვენების გამო და ტირილით სთხოვა პატიება. სამწუხაროდ ჰაკუს მამამ ყველაფერი დაინახა, ის ჩუმად უთვალთვალებდა მათ. როგორც კი გაიგო, რომ მისი ცოლი და შვილი კეკკეი გენკაის ფლობდნენ, სოფელში ბრბო შეკრიბა და ცრემლიანი თვალებით საკუთარი ცოლი სიცოცხლეს გამოასალმა. შემდეგ კი ჰაკუს მოკვლა სცადა, მაგრამ სანამ ის ამას შეძლებდა ჰაკუმ გამოიყენა თავისი ყინულის განთავისუფლება და შექმნა დიდი ყინულის ლურსმნები, რითაც მოკლა მამამისი და მთელი ბრბოც ამოხოცა. დაობლებული ჰაკუ იქცა ბავშვად, რომელიც არავის სჭირდებოდა. იგი იძულებული იყო ეცხოვრა ცივ ქუჩაში, საჭმელი ნაგავში ეძებნა და ზოგჯერ ამის გამო მაწანწალა ძაღლებთანაც უწევდა ჩხუბი. ამ დროს ის შეხვდა ზაბუზა მომოჩის, კაცს, რომელსაც „მისნაირი თვალები“ ჰქონდა. ზაბუზამ მოგვიანებით შესთავაზა ჰაკუს ყოფილიყო მისი „იარაღი“. ანუ მიეძღვნა თავისი ძალა ზაბუზასთვის. ჰაკუ მზად იყო ამ შემოთავაზებისათვის, მან იპოვა მიზეზი არსებობისათვის და გადაწყვიტა გამხდარიყო ზაბუზას საუკეთესო იარაღი. ამის შემდეგ ზაბუზამ ჰაკუ გაწვრთნა როგორც შინობი, და ასწავლა ყველა საბრძოლო ტექნიკა რაც იცოდა.

1 comment: